ზელენსკი „გამარჯვების გეგმის“ შესახებ: ჩვენ შეგვიძლია ომი მომავალ წელს დავასრულოთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა. მისივე თქმით, ამ გეგმის თითოეული პუნქტი დროში დეტალურად არის გათვლილი. ამის შესახებ Unian-ი წერს.

ზელენსკიმ უმაღლეს რადაში გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გეგმის განხორციელებამ შესაძლოა ომი მომავალ წელს დაასრულოს.

„გამარჯვების გეგმა“ აქტუალური სწორედ ახლაა. ეს არის პუნქტები, რომლებიც დროში დეტალურად არის გათვლილი. თუ ახლა ამ იდეით დავიწყებთ მუშაობას, კონკრეტულად კი ამ „გამარჯვების გეგმით“, მაშინ შესაძლოა შევძლოთ ომის დასრულება არაუგვიანეს მომავალი წლისა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.