ჩრდილოეთ კორეამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის სამხრეთ კორეასთან გაერთიანებას არ აპირებს. ამის შესახებ კორეის ცენტრალურ სატელეგრაფო სააგენტოზე დაყრდნობით Deucthe Welle იუწყება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საავტომობილო და სარკინიგზო გზების განადგურება, რომლებიც ადრე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას აკავშირებდა, „იძულებითი და კანონიერი ქმედება იყო, რომელიც ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუციას შეესაბამება“. ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუციაში წერია, რომ სამხრეთ კორეა მტრული სახელმწიფოა. შესაბამისად, ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან გაერთიანებაზე უარი განაცხადა.
15 ოქტომბერს ჩრდილოეთ კორეამ ააფეთქა საავტომობილო და სარკინიგზო გზები, რომლებიც მას სამხრეთ კორეასთან აკავშირებდა. სამხრეთ კორეის სააგენტო „რეინჰაპს“ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის განცხადება მოჰყავს, რომლის მიხედვით ეს გზები ადრე „კორეებს შორის თანამშრომლობის სიმბოლოდ“ ითვლებოდა , ახალ კი სამხრეთ კორეამ ეს ფაქტო შეაფასა, როგორც უკიდურესად არამეგობრული ქმედება ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან.