ვსელენსკის განცხადებით, ჩინეთი აქტიურად ეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გახანგრძლივებაში

„რუსეთი სამხედრო დახმარებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იღებს. ჩინეთი ეხმარება რუსეთის ფედერაციას უკრაინის წინააღმდეგ ომის გახანგრძლივებაში“, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროსაბჭოში გამოსვლისას განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს მეტი ძალები სჭირდება და სწორედ, ამიტომ კრემლის ლიდერი ძალების მობილიზებას ცდილობს.

ზელენსკის თქმით, პუტინს სურს მომავალი წლისთვის საბრძოლო მასალის წარმოებაში ევროკავშირის ქვეყნებს გაუთანაბრდეს.

„იგი {ვლადიმერ პუტინი} იღებს დახმარებას ჩრდილოეთ კორეისგან და პლუს ირანი… სამწუხაროდ, ჩვენ ასევე გვაქვს დაზვერვის მკაფიო ინფორმაცია, რომ ჩინეთი რუსეთის ფედერაციას ომის გახანგრძლივებაში ეხმარება“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.