ზელენსკი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც უკრაინის „გამარჯვების გეგმას“ წარადგენს – Unian

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიემგზავრება ბრიუსელში, სადაც ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც ლიდერების დონეზე გაიმართება, უკრაინის „გამარჯვების გეგმას“ წარადგენს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

„გამარჯვების გეგმა“ არის ჩვენი ინსტრუმენტი, რათა რუსეთს მშვიდობის დამყარება ვაიძულოთ. ყველა ევროპელი ლიდერი გაიგებს, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი სამართლიანად“, – ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს სხდომაზე უკრაინის მიწვევისთვის. მან ასევე გამოაცხადა შეხვედრები ევროპარლამენტში პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან, პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებთან და ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან.

„ასევე, ვემზადებით უკრაინა-ნატოს საბჭოს შეხვედრისთვის თავდაცვის მინისტრების დონეზე. მთავარი უკრაინის მეტი დაცვაა ახლა, ზამთრამდე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 16 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში „გამარჯვების გეგმა“ წარადგინა. იგი შედგება 5 პუნქტისგან, რომელთაგან სამს აქვს საიდუმლო დანართი. პირველი პუნქტი უკრაინის ნატოში დაუყოვნებლივ მიწვევას ითვალისწინებს.