აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას მანამ, სანამ ის სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას არ მიაღწევს.
„ჩვენ წინ ძალიან მძიმე ზამთარი გველის. არ უნდა დავნებდეთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა მანამ, სანამ უკრაინა სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას არ მიაღწევს“, – განაცხადა ბაიდენმა გერმანიის პრეზიდენტთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთად ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბაიდენი ბერლინში დღეს ჩავიდა. ის უკვე შეხვდა თავის გერმანელ კოლეგას. გერმანიის დედაქალაქში აშშ-ის პრეზიდენტს აგრეთვე დაგეგმილი აქვს მოლაპარაკებები დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ლიდერებთან. შეხვედრების მთავარი თემაა უკრაინა.