რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკო პოლონეთის ხელისუფლების განცხადებას ეხმაურება რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი აცხადებს, პოლონელი ლიდერები უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ.
„NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის, პოლონეთი ყველაზე რადიკალურ პოზიციებს იჭერს. მათი ლიდერები უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ“, – ამბობს ალექსანდრ გრუშკო.
ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთის ქალაქ რეძიკოვოში მდებარე NATO-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით ბაზას რუსული რაკეტების ჩამოგდება შუეძლია, თუ ისინი რესპუბლიკის ტერიტორიისკენ იქნება მიმართული.