კირ სტარმერი: „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილს არავინ უნდა გლოვობდეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ისრაელის მიერ, „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის ლიკვიდირებას ბერლინში ვიზიტისას გამოეხმაურა.

კირ სტარმერი

„არავინ უნდა გლოვობდეს „ჰამასის“ ლიდერის იაჰია სინვარის სიკვდილს. მის ხელებზე უდანაშაულო ისრაელელების სისხლია, რომლებიც 7 ოქტომბერს მოკლეს, ასევე, პალესტინელი ხალხის სისხლი, რომლებიც ქაოსსა და ძალადობაში იტანჯებოდნენ“, – აცხადებს კირ სტარმერი.

ამასთან, სტარმერი ამბობს, რომ კვლავ უჭერს მხარს ისრაელის თავდაცვის უფლებას, მაგრამ რაც შეეხება მიმდინარე ომს, მისი აზრით, ამის გადაწყვეტა მხოლოდ დიპლომატიით მოხდება.

ინფორმაციისთვის,  ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ჯო ბაიდენმა, „ჰამასის“ ლიდერის იაჰია სინვარის ლიკვიდირება დაადასტურა.