პუტინი აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის არ ეშინია, მაგრამ ბრაზილიაში G20-ის სამიტზე არ წავა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ბრაზილიაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე მონაწილეობის მისაღებად არ წავა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

პუტინის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უნივერსალური მნიშვნელობა არ აქვს.

„საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს უნივერსალური მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მას არც რუსეთი, არც შეერთებული შტატები და არც ჩინეთი არ აღიარებენ“, – ამბობს კრემლის ლიდერი.

ამასთან, მისივე თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლა ძალიან მარტივია.

პუტინი ამბობს, რომ ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს G20-ის სამიტზე.

ინფორმაციისთვის, 2 სექტემბერს ვლადიმერ პუტინი მონღოლელი კოლეგის მიწვევით მონღოლეთში ჩავიდა.

ვლადიმირ პუტინის მონღოლური ვიზიტი იყო პირველი ოფიციალური ვიზიტი ქვეყანაში, რომელმაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა. შესაბამისად, მონღოლეთი, რომელიც ხელმომწერია, პუტინის დაკავების ვალდებულება ჰქონდა.

თავის მხრივ, მონღოლეთის მთავრობამ პუტინის დაკავებაზე უარის თქმა, რუსეთის ენერგორესურსებზე მონღოლეთის დამოკიდებულებით ახსნა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წლის მარტში პუტინისა და ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები გასცა. ისინი უკრაინის ომის დროს ომის დანაშაულების ჩადენაში არიან ეჭვმიტანილები.