იტალიასა და საფრანგეთში გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია.
როგორც Foxweather წერს, შაბათ-კვირას მოსული გადაუღებელი წვიმების შედეგად, ჩრდილოეთ იტალიის რამდენიმე ქალაქი დაიტბორა. სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
იტალიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, დაიღუპა მამაკაცი, რომლის მანქანაც წყალმა გაიტაცა.
სტიქიის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა ბოლონიის პროვინციის ქალაქი პიანორო.
გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა ასევე გამოიწვია საფრანგეთში, სადაც დაიტბორა ქვეყნის ცენტრალური და სამხრეთ რაიონები. განსაკუთრებული ზიანი მიადგა არდეშის დეპარტამენტს, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.