უკრაინამ გაეროს გენმდივანი BRICS-ის სამიტზე შესაძლო დასწრების გამო გააკრიტიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ყაზანში, BRICS-ის სამიტზე შესაძლო დასწრების გამო გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც გუტერეშმა ივნისში კიევის პირველი სამშვიდობო სამიტი გამოტოვა.

 ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, მზად იყოს ავღანელი ლტოლვილების მისაღებად

„გაეროს გენერალურმა მდივანმა უარყო უკრაინის მიწვევა შვეიცარიაში გამართულ პირველ სამშვიდობო გლობალურ სამიტზე. თუმცა მან ომის დამნაშავე პუტინისგან ყაზანში მიწვევა მიიღო. ეს არასწორი არჩევანია, რომელიც მშვიდობის დამყარებას ხელს არ უწყობს. ეს მხოლოდ აზიანებს გაეროს რეპუტაციას“, – განაცხადა კიევის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა გაეროს გენერალური მდივანი ყაზანში BRICS-ის გაფართოებულ სამიტს, რომელიც დღეს, 22 ოქტომბერს დაიწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

რუსმა ოფიციალურმა პირებმა ამ თვის დასაწყისში განაცხადეს, რომ გაეროს ხელმძღვანელმა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს უთხრა, რომ ყაზანში ჩავიდოდა.

თუმცა გაეროს სპიკერის მოადგილემ ფარჰამ ჰაკმა ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ანტონიო გუტერეშის სამომავლო მოგზაურობის გეგმები ჯერ არ არის დადგენილი.