ჩრდილოეთ კორეამ უარყო სამხრეთ კორეისა და უკრაინის ბრალდებები რუსეთის მხარეს ომში მონაწილეობისთვის თავისი ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ და მას „უსაფუძვლო ჭორები“ უწოდა, – წერს Yonhap.
მედიის ცნობით, ეს განცხადება იყო პირველი ოფიციალური პასუხი მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის დაზვერვამ გამოაცხადა ფხენიანის განზრახვა გაგზავნოს დაახლოებით 12 000 ჯარისკაცი რუსეთის დასახმარებლად უკრაინაში. დაზვერვის მონაცემებით, 1 500 ჯარისკაცი უკვე გაგზავნილია ვლადივოსტოკში მომზადებისთვის.
„რუსეთთან ეგრეთ წოდებულ სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ჩემი დელეგაცია არ მიიჩნევს საჭიროდ კომენტარი გააკეთოს ასეთ უსაფუძვლო სტერეოტიპულ ჭორებზე, რომლებიც მიზნად ისახავს DPRK-ის იმიჯის შელახვას და ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ლეგიტიმური ურთიერთობების დაზიანებას“, – განაცხადა ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა გაეროში გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტის შეხვედრის დროს.
მედიის ცნობით, ჯერჯერობით, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო კომენტარს არ აკეთებს. თავის მხრივ, კრემლმა, ასევე, უარი თქვა ჩრდილოეთ კორეის ჯარების არსებობის დადასტურებაზე.
ვაშინგტონმა არ დაადასტურა ჯარების შესაძლო განლაგება და მხოლოდ აღნიშნა, რომ ეს გამოიწვევს შეშფოთებას, თუ ეს სიმართლე აღმოჩნდა.