აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკელებიდან“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი დემოკრატიას საფრთხეს უქმნის და ის პოლიტიკურად იზოლირებული უნდა იყოს. ამის შესახებ აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დემოკრატებს ნიუ-ჰემფშირში „დემოკრატების“ საარჩევნო ოფისში განუცხადა. ციტირებს Reuters-ი.
თეთრი სახლის ლიდერს მიაჩნია, რომ ტრამპი პოლიტიკურად იზოლირებული უნდა იყოს.
„ჩვენ მისი პოლიტიკური იზოლაცია უნდა მოვახდინოთ. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ჩვენი დემოკრატია საფრთხის ქვეშ დადგება, თუ ტრამპი დაამარცხებს დემოკრატ კანდიდატ კამალა ჰარისს“, – თქვა ბაიდენმა.
ინფორმაციისთვის, ბაიდენის განცხადებით, მას ეჭვი ეპარება, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდად ჩაივლის.