ენტონი ბლინკენი – აშშ კვლავ შეშფოთებულია იმის გამო, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდება, მოლდოველებს არჩევნების მეორე ტურში საკუთარი ლიდერების არჩევის სუვერენული უფლების გამოყენებაში ხელი შეუშალოს

რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოლდოვაში არჩევნები და რეფერენდუმი ჩაეშალა და დემოკრატიისთვის ძირი გამოეთხარა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი - აშშ კვლავ შეშფოთებულია იმის გამო, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდება, მოლდოველებს არჩევნების მეორე ტურში საკუთარი ლიდერების არჩევის სუვერენული უფლების გამოყენებაში ხელი შეუშალოს

„რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არჩევნები და რეფერენდუმი ჩაეშალა და მოლდოვაში დემოკრატიისთვის ძირი გამოეთხარა, მათ შორის უკანონო დაფინანსების, ხმების ყიდვის, დეზინფორმაციისა და მავნე კიბერ აქტივობების მეშვეობით“, – აცხადებს ენტონი ბლინკენი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ რუსეთი ჩარევას მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშიც შეეცდება.

„3 ნოემბერს, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, აშშ კვლავ შეშფოთებულია იმის გამო, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდება მოლდოველებს საკუთარი ლიდერების არჩევის სუვერენული უფლების გამოყენებაში ხელი შეუშალოს“, – აღნიშნავს ენტონი ბლინკენი.

შეგახსენებთ, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ 20 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ხმების 42,25% მიიღო, ხოლო ალექსანდრე სტოიანოგლომ 25,98%. აღნიშნული შედეგებიდან გამომდინარე, 3 ნოემბერს, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ოქმების 100%-ის დამუშავების შემდეგ მიღებული მონაცემებით, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი რეფერენდუმში მონაწილეების 50,39%-მა დაუჭირა.