თურქეთმა ფარულად დაბლოკა სამხედრო დანიშნულების ტვირთის ექსპორტი რუსეთში მას შემდეგ, რაც აშშ-სგან მიიღო გაფრთხილება შესაძლო „შედეგების“ შესახებ, – ამის შესახებ Financial Times წერს.
გამოცემის თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ ბოლო კვირებში ანკარამ ცვლილებები შეიტანა საბაჟო სისტემაში, რათა დაბლოკოს ამერიკული წარმოშობის ოთხი ათზე მეტი კატეგორიის საქონლის ექსპორტი, რომელსაც ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები სასიცოცხლოდ მიიჩნევენ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციებისთვის.
ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, თურქეთის ელექტრონული საბაჟო სისტემა ექსპორტიორებს სამხედრო ტექნიკის ტვირთის გაგზავნის საშუალებას აღარ აძლევს, თუმცა მათი მიწოდება ადრე შეიძლებოდა.
გამოცემა ასევე იხსენებს, რომ თურქულმა ბანკებმა მკვეთრად შეამცირეს ბიზნესი რუსულ კონტრაგენტებთან ამ წელს.
ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესება, რომელიც ისეთი საქონლის ექსპორტს კრძალავს, როგორიცაა სამოქალაქო კომპონენტები, მიკროსქემები და დისტანციური მართვის სისტემები, საიდუმლოდ მოხდა საკითხის პოლიტიკური დელიკატურობის გამო.
გამოცემის ცნობით, ვაშინგტონი დიდი ხანია შიშობს, რომ თურქეთს იყენებენ, როგორც შუამავალს, რომლის მეშვეობითაც რუსეთს წვდომა აქვს სამხედრო საქონელზე.