კირილ ბუდანოვი: ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების პირველი დანაყოფი ხვალ კურსკის ოლქში ჩავა

ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების პირველი დანაყოფი ხვალ კურსკის ოლქში ჩავა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა The War Zone-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კირილ ბუდანოვი

როგორც მან The War Zone- თან ინტერვიუში აღნიშნა, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უნდა დაეხმარონ რუსებს რუსეთის ფედერაციის კურსკის რეგიონში უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ხვალ ველოდებით პირველ ქვედანაყოფებს კურსკის მიმართულებით“, – განაცხადა კირილ ბუდანოვმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია რამდენ ჩრდილოკორეელ ჯარისკაცზეა საუბარი და როგორ აღიჭურვება ისინი.

„რამდენიმე დღეში ვნახავთ“, – დასძინა ბუდანოვმა.