“წინ აღმშენებლობის წლები და ევროკავშირში ინტეგრაცია გველის” – ბიძინა ივანიშვილი

რამ­დენ­ჯერ­მე უკვე აღ­ვნიშ­ნე და ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ, რომ 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი – დღემ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ბეწ­ვის ხიდ­ზე უწევს სი­ა­რუ­ლი, რომ უცხო­ელ, თუ ად­გი­ლობ­რივ არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­თა და რა­დი­კალ­თა მხრი­დან მუდ­მი­ვად რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბი­სა და ქვეყ­ნის არე­ვის მცდე­ლო­ბის რე­ჟიმ­ში, ქვე­ყა­ნა­ში უწყვე­ტი მშვი­დო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, – გა­ნა­ცხა­და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის შე­მა­ჯა­მე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, თბი­ლის­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

"წინ აღმშენებლობის წლები და ევროკავშირში ინტეგრაცია გველის" - ბიძინა ივანიშვილი

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ამ რთუ­ლი გზის ბო­ლოს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა თით­ქმის უკვე სამ­შვი­დო­ბო­ზეა, ბრძო­ლის მთა­ვა­რი ხაზი არ­ჩევ­ნებ­ზე გა­დის, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის სა­კი­თხი წყდე­ბა.

“დღეს, ამ რთუ­ლი გზის ბო­ლოს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა თით­ქმის გა­ვიყ­ვა­ნეთ სამ­შვი­დო­ბოს, ბრძო­ლის მთა­ვა­რი ხაზი 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე გა­დის. უფრო მარ­ტი­ვად რომ გი­თხრათ, 26 ოქ­ტომ­ბერს დღის წეს­რიგ­ში არა პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­თია-ან­ტი­პა­თი­ის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ყოფ­ნა – არ ყოფ­ნის სა­კი­თხი დგას. თუკი 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­ი­მარ­ჯვებს, რა­შიც არა მხო­ლოდ მე, არა­მედ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, მათ შო­რის ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, არა მხო­ლოდ მშვი­დო­ბას შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ და ქვე­ყა­ნას გა­და­ვარ­ჩენთ, არა­მედ გა­ვი­მარ­ჯვებთ, რად­გან წინ გან­ვი­თა­რე­ბის და აღმშე­ნებ­ლო­ბის წლე­ბი და ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცია გვე­ლის“, – გა­ნუ­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას.