“ალბათ იმპიჩმენტი იქნება ჩემი და ციხეში ჩამსვამენ [თუ “ოცნება” გაიმარჯვებს]”

“ალბათ იმპიჩმენტი იქნება ჩემი და ციხეში ჩამსვამენ [თუ “ოცნება” გაიმარჯვებს]” – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვას პრესკონფერენციაზე.

7 ოქტომბერს ხელახალი იმპიჩმენტის დაწყება დაანონსდა პარლამენტიდან. კონსტიტუციური წარდგინება უკვე სასამართლოშია და რეგისტრაციაში გატარებას ელის. სავარაუდოა რომ არჩევნების შემდეგ ეცდებიან ამ თემასთან დაბრუნებას.