ირანზე დარტყმის შემდეგ მსოფლიო გაიგებს ისრაელის ძალას და ეს იქნება გაკვეთილი მისი მტრებისთვის, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა.
„მას შემდეგ, რაც ირანზე თავდასხმას განვახორციელებთ, ყველა გაიგებს თქვენს ძალას, მომზადების პროცესსა და წვრთნას, ნებისმიერი მტერი, რომელიც ეცდება, ზიანი მიაყენოს ისრაელის სახელმწიფოს, დიდ საფასურს გადაიხდის“, – აცხადებს გალანტი.