დონალდ ტრამპმა ევროკავშირს სავაჭრო ურთიერთობების კონტექსტში „მინი ჩინეთი“ უწოდა

„რესპუბლიკური პარტიიდან“ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა სავაჭრო ურთიერთობების კონტექსტში ევროკავშირს „მინი ჩინეთი“ უწოდა.

დონალდ ტრამპი

ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი „არ იღებს ჩვენს მანქანებს, ისინი არ იღებენ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტებს“.

„ჩვენ გვაქვს 312 მილიარდი დოლარის დეფიციტი ევროკავშირთან ვაჭრობაში. იცით, ევროკავშირი არის მინი… თუმცა არც ისე მცირეა – ეს არის მინი ჩინეთი“, – თქვა ტრამპმა.

ევროკავშირის სტატისტიკური სააგენტო Eurostat-ის მონაცემებით, აშშ-ის საქონლის სავაჭრო დეფიციტი ევროკავშირთან გასულ წელს 157,9 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 170,54 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია.