გია აბაშიძე: ცესკოს შენობის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება პატიმრობით დაისჯება, უცხოეთიდან წაქეზებულმა ნაცრადიკალებმა არც კი უნდა გაიფიქრონ ცესკოზე ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმა, ვერანაირი „შეშფოთება-აღშფოთების“ უსტარები არ უშველით კანონდამრღვევებს

„ცესკოს შენობის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება პატიმრობით დაისჯება – მთავრობის დადგენილებით, საარჩევნო ადმინისტრაციის შენობა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხაში ჩაიწერა“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე Pia.ge

მისი განცხადებით, რადიკალებმა არც კი უნდა გაიფიქრონ ცესკოს ან რომელიმე სხვა სახელმწიფო დაწესებულებაზე თავდასხმა, ვინაიდან, მათ ვერავის შეშფოთება და აღშფოთება ვერ უშველით.

„ცესკოს შენობის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება პატიმრობით დაისჯება – მთავრობის დადგენილებით, საარჩევნო ადმინისტრაციის შენობა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხაში ჩაიწერა.
უცხოეთიდან წაქეზებულმა ნაცრადიკალებმა არც კი უნდა გაიფიქრონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმა. ვერანაირი “შეშფოთება-აღშფოთების” უსტარები არ უშველით კანონდამრღვევებს, ცხელთავიან ექსტრემისტებს შევახსენებ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მიხედვით:

„ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის, ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

რაც შეეხება 330-ე მუხლის მოქმედების არეალს, „სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით“, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.