გლენ დისენი: მუდამ დარდი თუ როგორ გავახაროთ ამერიკელები და ევროპელები დამთრგუნველია, არჩევნებში ჩარევის მომსწრენი ვართ, ეს საქართველოს არჩევნები უნდა იყოს და არა ზოგი გაერთიანებისთვის სასურველი პოლიტიკის თავსმოხვევის მცდელობა (ვიდეო)

თქვენ ხომ საჭადრაკო დაფაზე პაიკი არ ხართ. მუდამ დარდი იმაზე თუ როგორ გავახაროთ ამერიკელები და ევროპელები, დამრთგუნველია. ჩვენ კი არჩევნებში ჩარევის მომსწრენი ვართ, ეს სწორედ არჩევნებში ჩარევაა, ეს საქართველოს არჩევნები უნდა იყოს და არა ზოგი გაერთიანებისთვის სასურველი პოლიტიკის თავისმოხვევის მცდელობა. ეს დამანგრეველია, – განაცხადა სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა, პოლიტოლოგმა გლენ დისენიმ, ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში.

ლაშა კასრაძე მას ჰკითხა, თუ რას ფიქრობს საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება, არჩევნები უნდა ჩატარდეს გამჭირვალედ და ისე რომ ვაშინგტონში მსხდომი მეგობრები კმაყოფილნი დარჩნენ?

„ვფიქრობ, რომ მეტად არასამართლიანია და დამანგრეველიც კი როდესაც პოლიტიკა და პროცესები ასეთი ხარისხის პოლარიზაციით ხასიათდება და საქმე ეხება ან და „თუ“ – ს, ან დასავლეთი ან რუსეთი, დასავლეთი თუ რუსეთი, საკითხის ამგვარად ჩამოყალიბება, ეს ძალიან უცნაური მიდგომაა, როდესაც საქმე ეხება არჩევნებს და პრაგმატული პოლიტიკის გატარებას, თქვენ ხომ საჭადრაკო დაფაზე პაიკი არ ხართ. მუდამ დარდი იმაზე თუ როგორ გავახაროთ ამერიკელები და ევროპელები, დამრთგუნველია.

ვფიქრობ მათ უკვე განაცხადეს, რომ თუ მმართველი პარტია გაიმარჯვებს, ეს რუსული კორუფციის დამსახურება იქნება და ისინი ამ არჩევნებს არ ცნობენ, ვაშინგტონიდან გეუბნებიან, რომ თუ ჩვენს კანდიდატს დაუჭერთ მხარს, მაშინ დემოკრატიად ჩაითვლებით, თუ ხელისუფლებას დაუჭერთ მხარს მაშინ ანტიდემოკრატიულად, ანტიევროპულად და კრემლის მიერ მართული მოძალადეებად გამოგაცხადებთ.

მომავალ არჩევნებს მხოლოდ ერთი შედეგი შეიძლება ჰქონდეს, ლეგიტიმაცია. ჩვენ კი არჩევნებში ჩარევის მომსწრენი ვართ, ეს სწორედ არჩევნებში ჩარევაა, ეს საქართველოს არჩევნები უნდა იყოს და არა ზოგი გაერთიანებისთვის სასურველი პოლიტიკის თავისმოხვევის მცდელობა. ეს დამანგრეველია. როდესაც პოლარიზაციის ასეთი ხარისხი გვაქვს, როდესაც ნათელია, რომ სასწორის პინაზე ორივე მხარისთვის ყველაფერია, სამწუხაროდ დესტაბილიზაციის საფრთხე ძალიან მაღალია“, – განაცხადა გლენ დისენიმ.