ივანაშვილის პრემიერი კობახიძე: “საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც არ აქვს დიპ. ურთიერთობები რუსეთთან”

ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახუიძემ Euronews-ის ჟურნალისტის კითხვას, თუ როდის ჰქონდა ბოლო საუბარი კრემლთან.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან აქვს ევროპასა და აშშ-ში.

„საქართველო, ალბათ ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.

ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში. ასეთია სურათი, დღეის მდგომარეობით,”- სიამაყით აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ივანიშვილის მიერ დასმულ პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.