მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გამოცხადდა

მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები გამოაცხადა. ამის შესახებ Newsmaker იუწყება.

პირველი ტურის შედეგის მიხედვით, მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ გავიდა ხმების 42,49%-ით, მას ხმა მისცა 656 852 ამომრჩეველმა.

პრორუსული სოციალისტების პარტიის კანდიდატს ალექსანდრე სტოიანოგლოს ხმა მისცა 25,95%-მა ანუ 401 215 ამომრჩეველმა.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.

20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს სულ 11 კანდიდატი იყრიდა. ამომრჩეველთა აქტივობა 51,67% იყო.

ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე 20 ოქტომბერს მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმიც ჩატარდა.

შედეგების 98,42%-ის მიხედვით, შეკითხვას, მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში შესწორებას ევროკავშირთან მოლდოვის შეერთების მიზნით, დადებითად  50,08%-მა უპასუხა.