ნატოს გენერალი კრისტოფერ კავოლი: რუსეთს ჯერ კიდევ ჰყავს სახიფათო ძალები, რომლებიც არ არიან ომში ჩართული

ევროპაში ნატოს ძალების მეთაურმა, ამერიკელმა გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, მაგრამ მას ჯერ კიდევ ჰყავს საშიში საბრძოლო ძალა. მის სიტყვებს Business Insider-ი ციტირებს.

გენერალი კრისტოფერ კავოლი

მისი თქმით, საუბარია შორ მანძილზე მყოფ ავიაციაზე, სტრატეგიულ სარაკეტო ძალებზე, თავდაცვის ნაწილებსა და წყალქვეშა ნავებზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ტაქტიკური ავიაციის უმეტესობა ჯერ არ არის ჩართული ომში.

„ამიტომ, სახმელეთო სფეროში მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის დანარჩენ სამხედრო სტრუქტურას ჯერ კიდევ აქვს უზარმაზარი პოტენციალი. ამიტომ აუცილებელია ამის გათვალისწინება“, – თქვა კავოლიმ.

გენერალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის სახმელეთო ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს უკრაინაში ბრძოლების დროს, მაგრამ მოსკოვმა შესამჩნევი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით.