დასავლეთში კარგად იციან რაც სურთ. ამ ეტაპზე საქართველოსგან მეორე ფრონტი ესაჭიროებათ (ვიდეო)

ჩემი აზრით დასავლეთში კარგად იციან რაც სურთ, ამ ეტაპზე საქართველოსგან მათ ყველაზე მეტად მეორე ფრონტი ესაჭიროებათ. დასავლეთში მიაჩნიათ რომ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის ფედერაციას დაასუსტებს და კიდევ უფრო მეტ სისხლს დააღვრევინებს. – განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა, პოლიტოლოგმა გლენ დისენიმ.

გლენ დისენი

წამყვანმა მას ჰკითხა, რა უნდა ვაშინგტონს ან ბრიუსელს საქართველოსგან, ჩვენ ხომ არაფერი დაგვიშურებია, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი ხომ საქართველომ სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მიიღო.

„ეს შესანიშნავი შეკითხვაა, რატომ არის ამერიკის შეერთებული შტატები ასეთი დაინტერესებული სამხრეთ კავკასიის რეგიონით, საინტერესო საყურებელია თუ რამდენ ძალისხმევას დებს ვაშინგტონი სომხეთის რუსეთთან დაშორების მიზნით, ევროკავშირი კი მოლდოვაში დემოკრატიის ჩავარდნას არაფრად აგდებს და ყოვლად კორუმპირებულ ხელისუფლებას მხარს უჭერს, მოლდოვაში დემოკრატიის უგულვებელყოფა ევროკავშირთან დაახლოებასა და რუსეთთან დაშორებაში ითარგმნება. იგივე ხდება უკრაინაში.

შეხვედოთ კავკასიის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ადამიანები უბრალოდ ასკვნიან. რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მხოლოდ ალტრუიზმი ამოძრავებს, ჩემი აზრით რეალობა უფრო წააგავს იმ მოცემულობას რომელიც ჯორჯ სოროსმა ჯერ კიდევ 1993 წელს ჩამოაყალიბა, მას სურდა მსოფლიო წესრიგი რომელშიც ნატო იქნებოდა დომინანტი, ეს ჩააბეტონებდა ამერიკულ ჰეგემონიას. ჯორჯ სოროსის აზრით დასავლურ საზოგადოებებს დიდი მსხვერპლის მიმართ მოთმინების მცირე ფიალა აქვთ და სწორედ ამ თვალსაზრისით იყო საჭირო აღმოსავლეთ ევროპასთან თანამშრომლობა. აღმოსავლეთ ევროპული ცოცხალი ძალისა და დასავლეთ ევროპული ტექნოლოგიების სინერგია ნატოს დაუმარცხებელს გახდიდა. საზარბაზნე ხორცი აღმოსავლეთ ევროპელები უნდა იყვნენ. თუნდაც საქმე ეხებოდეს არაპირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას. არამედ ეგრეთწოდებულ სუროგატებით ომს და ამ ძალებით მოწინააღმდეგის შეკავებას. საუბარი ეხება მოწინააღმდეგის სასაზღვრო რეგიონების დესტაბილიზაციასაც. არსებობს ინტერესი. რომ მოხდეს ვითარების ესკალაცია და ამავე დროს შეხედეთ საქართველოს და მიერ მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც მმართველობის თვალსაზრისით ასევე, დასავლეთისთვის გაწეული ანგარიშის გათვალისწინებით და ეს მაინც არ კმარა, სწორედ ეს არის ნამდვილი შეკითხვა, რა სურს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს საქართველოსგან? რა სურთ სომხეთისგან? ეს კიდევ უფრო საინტერესოა რადგან როგორ უნდა მოხდეს ძალის მიმართვა სომხეთისკენ? რა არის მათი ამოცანა? ჩვენ ვიცით რაც არის მათი ამოცანა, სომხეთის რუსეთისგან დაშორება და სომხეთის დასავლეთისკენ მიბრუნება.

ეს მხოლოდ და მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა და არა თავად მიზანი, როგორც თქვენც თქვით, გეოგრაფია ბედისწერაა, აუცილებელია სამეზობლოს ინტერესების გათვალისწინება. საქართველოს მსგავსი სახელმწიფოებსთვის აუცილებელია მეზობლებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი კი არის საქართველოს საკუთარი მიზნებით გამოყენება, ეს მხოლოდ კავკასიაში არ არის პრობლემა, მე ნორვეგიელი ვარ და ჩვენ არქტიკური სახელმწიფო ვართ, ამერიკის შეერთებული შტატები ნორვეგიაში, ფინეთსა და შვედეთში 12 სამხედრო ბაზის გახსნას აპირებს, რიტორიკა კი იგივეა, ვაშინგტონი ამ ნაბიჯს მხოლოდ და მხოლოდ რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აკეთებს, სინამდვილეში ნათელია, რომ მათი მიზანი არქტიკაში რუსეთთან კონკურენციაა, ჩვენ კი ეს არ გვსურს, ჩვენ სტაბილური ურთიერთობები და საზღვრები გვინდა, მიუხედავად ამისა გრძელდება იმავე ნარატივის განვითარება, რომ ისინი ადგილზე ჩვენს დასახმარებლად არიან, რომ ჩვენ მოკავშირეები ვართ და ისე ახლოს ვართ, როგორც ბავშვობის მეგობრები. ეს მეტად უცნაური რიტორიკა გახლავთ.

ამერიკა ცუდი კი არ არის, ამერიკა საკუთარ ინტერესებს იცავს, ჩვენი ინტერესები კი ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს, დიდი განსხვავებაა ინტერესთან თანხვედრასა და მათ კვეთას შორის. სწორედ ამ განსხვავების ხაზგასმისას ჩნდება მკაფიოდ ის თუ რატომ არ არიან დასავლეთში კმაყოფილნი საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლით, რა არ იკმარეს, ჩემი აზრით დასავლეთში კარგად იციან რაც სურთ, ამ ეტაპზე საქართველოსგან მათ ყველაზე მეტად მეორე ფრონტი ესაჭიროებათ. დასავლეთში მიაჩნიათ რომ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის ფედერაციას დაასუსტებს და კიდევ უფრო მეტ სისხლს დააღვრევინებს“, – აღნიშნა პროფესორმა.