„საერთაშორისო აგენტოკრატების და მათი ადგილობრივი უსამშობლო ლაქიების აქილევსის ქუსლი ხომ სწორედ ესაა: უცდომელობა და საკუთარი ცოდვების არაღიარება, რამეთუ ამ კატეგორიებს სულიერება ასაზრდოებს, თავმდაბლობა და არა უკიდურესი ამპარტავნობა,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, აგენტოკრატები საკუთარი შეცდომების სხვებზე გადაბრალების მიზნით ყოველთვის სხვას ეძებენ. „რუსებს ოდითგანვე ჰქონდათ შიდა მოხმარების უნივერსალური გამონათქვამი – „რუსეთუმეებს” ეცოდინებათ. რამე რომ ხდებოდა: „კტო ვინოვატ?” შეკითხვაზე, გვესმოდა – „პუშკინ”. „ა კტო ზნაეტ?” – „პუშკინ ზნაეტ” და ა.შ. საერთაშორისო დონეზე კი, „პუშკინი” დიდი ხანია ჩაანაცვლეს „პუწინით”. სადმე რამე თუ არ გამოსდით, შეკითხვას „Who’s to blame?” („კტო ვინოვატ?”) – მომენტალურად პასუხობენ: Putin.
„საერთაშორისო აგენტოკრატების და მათი ადგილობრივი უსამშობლო ლაქიების აქილევსის ქუსლი ხომ სწორედ ესაა: უცდომელობა და საკუთარი ცოდვების არაღიარება, რამეთუ ამ კატეგორიებს სულიერება ასაზრდოებს, თავმდაბლობა და არა უკიდურესი ამპარტავნობა. ბევრჯერ მითქვამს, რომ „ქართული ოცნება” არაა იდეალური, მაგრამ – ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც არ „უტყდება” საკუთარი დაშვებული შეცდომების აღიარება. ჩაივლის ეს არჩევნები და დარწმუნებული ვარ, არც მაშინ შეუშინდება ამ შეცდომების გაანალიზება/აღიარებას. ამით ის სწორედ რომ ცოცხალ, სულიერ ორგანიზმს წარმოადგენს და არ წააგავს გამოშიგნულ ფიტულებსა თუ ცვილის ფიგურებს,” – წერს დავით ქართველიშვილი.