აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ირანის სარაკეტო იერიშზე ისრაელის საპასუხო დარტყმა „ძალიან კარგად იყო მომზადებული“. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა CNN-ს ანონიმურად განუცხადა.
წყაროს თქმით, იერიშის დროს ისრაელმა ირანის სამხედრო ობიექტებს დაუმიზნა.
„ეს (შეტევა) ფართო იყო. ის იყო მიზანმიმართული, ზუსტი. ის მიმართული იყო ირანის მასშტაბით არსებული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ. ის ძალიან კარგად იყო მომზადებული ბევრი მიმართულებით. კვლავ ვფიქრობ, რომ ის ეფექტურობისთვის იყო განკუთვნილი“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა 25-26 ოქტომბერს ღამით ირანის სამხედრო ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელეს. ისრაელის ძალების ცნობით, ეს იყო 1-ელ ოქტომბერს ისრაელზე ირანის სარაკეტო იერიშზე პასუხი.