დონალდ ტრამპის და ჯეი დი ვენსის მობილური ტელეფონები ჩინელი ჰაკერების სამიზნე გახდა – New York Times

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯეი დი ვენსის ტელეფონები ჩინელი ჰაკერების სამიზნე გახდა. ამის შესახებ New York Times-მა საკითხში გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა.

დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსი

როგორც დასავლურ მედიაში იწერება, ამ დროისთვის გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, თუ რა ინფორმაციის მოპოვება შეძლეს ჰაკერება.

არსებული ცნობით, მათ სატელეკომუნიკაციო კომპანია Verizon-ის სატელეფონო სისტემებში შეღწევის შედეგად მიიღეს წვდომა ამჟამინდელი მთავრობის შემადგენლობისა და მის გარეთ მყოფ იმ პირების ტელეფონებზე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბისთვის მიმდინარე კვირაში გახდა ცნობილი, რომ ტრამპი და ვენსი იმ პირებს შორის იყვნენ, რომელთა ტელეფონებიც „დაჰაკეს“.