„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. პარტიის ლიდერები, მხარდამჭერები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან იმყოფებიან.
ადგილზე მოწყობილია სცენა, საიდანაც ამომრჩევლებს პირველი პირები სიტყვით მიმართავენ.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია.
newshub.ge გთავაზობთ „გორბის“ეგზიტპოლის შედეგებს:
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 % მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.
- „ქართული ოცნება“ 56.1 %
- „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ 12.6 %
- „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ 11.6 %
- „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ 7.0 %
- „გახარია საქართველოსთვის“ 4.8 %
- „გირჩი“ 3.0 %
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2,2 %
- სხვა 2.7 %