სტოკჰოლმში, საქართველოს საელჩოს შენობაზე საქართველოს მოქალაქემ საელჩოს კედელზე საღებავით წარწერები გააკეთა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო ნომერი გადახაზა.
აღნიშნულ ფაქტზე შვედეთის პოლიციამ საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა და მას გაფრთხილება მისცა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩოს შენობებზე მსგავს ვანდალურ ფაქტებს მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნებშიც ჰქონდა ადგილი.