ანტონიო გუტერეშმა რუსეთის ქალაქ ყაზანში მიღებულ დადებით შთაბეჭდილებებზე ისაუბრა – მედია

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა რუსეთის ქალაქ ყაზანში ვიზიტისას მიღებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. ამის შესახებ UNIAN რუსულ მედიაში გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით წერს.

ანტონიო გუტერეში

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გუტერეშს დადებითი შთაბეჭდილებები დაუტოვა BRICS-ის სამიტმა, ხოლო განსაკუთრებით მოხიბლა ყაზანის კრემლის მონახულებამ, რომელსაც „მსოფლიოს შესანიშნავი საოცრება“ უწოდა.

მისივე თქმით, ასეთი სამიტები სასარგებლოა.

„მე ვფიქრობ, რომ ყველა სამიტს, რომელიც ქვეყნებს აერთიანებს, გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ისინი გლობალური პრობლემები გადაწყვეტაში გვეხმარება“, – ამბობს გაეროს გენმდივანი.

ცნობისთვის, ანტონიო გუტერეშის ვიზიტს რუსეთში უკრაინული მხარის უკმაყოფილება მოჰყვა. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ BRICS-ის სამიტზე მისი დასწრების გამო გუტერეშს კიევში ვიზიტზე უარი უთხრა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ გუტერეშის ვიზიტმა გაეროს რეპუტაცია შელახა.