ნიკა გვარამია აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები არ გამოხატავს მოსახლეობის ნებას და მიუთითებს, რომ არჩევნების გაყალბება, შესაძლებელია ელექტრონული ტექნოლოგიების საშუალებით მომხდარიყო. „ახალის“ ლიდერი მანამდე ამტკიცებდა, რომ ხმის მიმცემი აპარატი უშეცდომოა და ვერავინ ვერაფერს გააკონტროლებს.
„აპარატი არის უშეცდომო, ვერავინ ვერაფერს გაგიკონტროლებთ, უსაფრთხოა სრულიად“, – ამბობდა ნიკა გვარამია არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ კი „ახალის“ ლიდერი ამტკიცებს, რომ „საქართველოში ჩატარდა ტექნოლოგიური სპეცოპერაცია“ და „ხელისუფლებამ არჩევნები მოიპარა“.