ირანის პრეზიდენტი: ირანს ისრაელთან ომი არ სურს, მაგრამ შესაბამის პასუხს გავცემთ

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ თეირანი არ აპირებს ომს ისრაელთან, მაგრამ მზადაა ამ კვირაში ირანის სამხედრო ობიექტებზე ისრაელის თავდასხმას საკადრისი პასუხი გასცეს.

ირანის პრეზიდენტი

„ჩვენ არ გვსურს ომი, მაგრამ დავიცავთ ჩვენი ერისა და ქვეყნის უფლებებს. ჩვენ სათანადო პასუხს გავცემთ სიონისტური რეჟიმის აგრესიას“, – აღნიშნა ფეზეშკიანმა.

ცნობისთვის, ისრაელმა 26 ოქტომბერს ირანის სამხედრო სამიზნეებზე დარტყმები განახორციელა. თეირანში განაცხადეს, რომ ისრაელის იერიშს „შეზღუდული ზიანი“ მოჰყვა.