ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურის ჰოსეინ სალამის განცხადებით, ისრაელი ირანის სამხედრო ობიექტებზე დარტყმების გამო, „მწარე შედეგების“ წინაშე აღმოჩნდება.
სალამის თქმით, ისრაელმა შაბათს, 26 ოქტომბერს, განხორციელებული საჰაერო იერიშით „თავის საშინელ მიზნებს ვერ მიაღწია“.
მან იერიშს „არასწორი გაანგარიშებისა და უმწეობის“ ნიშანი უწოდა და აღნიშნა, რომ ისრაელისთვის „მისი მწარე შედეგები წარმოუდგენელი იქნება“.