საქართველოში დღეს, 26 ოქტომბერს, ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დათვლილია ხმების 99.968% პროცენტი. ამ მონაცემების მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობაში მეოთხე ვადით რჩება „ქართული ოცნება“.
3111 უბნიდან დათვლილი 3110 უბნის მიხედვით, მანდატები ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“ – 89 მანდატი, ოპოზიცია – 61 მანდატი.
„ქართული ოცნება“ – 88 მანდატი
- ბიძინა ივანიშვილი – “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე;
- ირაკლი კობახიძე – პრემიერ-მინისტრი;
- ირაკლი ღარიბაშვილი – “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი;
- შალვა პაპუაშვილი – მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე;
- მამუკა მდინარაძე – “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი;
- თეა წულუკიანი – კულტურის ყოფილი მინისტრი;
- ლაშა ტალახაძე – ძალოსანი;
- ვახტანგი თურნავა – ბიზნესმენი;
- მაკა ბოჭორიშვილი – მეათე მოწვევის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
- გენო პეტრიაშვილი – მოჭიდავე;
- სოზარ სუბარი – “ხალხის ძალის” დეპუტატი მეათე მოწვევის პარლამენტში;
- მარიამ ქვრივიშვილი – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
- ანრი ოხანაშვილი – მეათე მოწვევის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე;
- ნიკოლოზ სამხარაძე – მეათე მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
- ეკა ჭიჭინაძე – “ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი;
- შოთა ბერეკაშვილი – კომპანია BK constraction-ის დამფუძნებელი;
- ლევან მახაშვილი – ევროპისმცოდნეობის დოქტორი;
- მიხეილ ყაველაშვილი – “ხალხის ძალის” დეპუტატი მეათე მოწვევის პარლამენტში;
- გიორგი გაბუნია – იურისტი;
- ლიკა შარტავა – ფსიქოლოგი, საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი;
- აკაკი ალადაშვილი – თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი;
- არჩილ ბერიძე – ჯგუფ “ალილოს” სოლისტი, მუსიკოსი;
- ანზორ ბოლქვაძე – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ვლადიმერ ბოჟაძე – თბილისის საკრებულოს დეპუტატი;
- ზაურ დარგალი – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ზაალ დუგლაძე – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრამდე დუგლაძე ბიზნესმენი იყო. 2012 წლიდან ის “დუგლაძეების ღვინის კომპანიის” გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა;
- ნიკა ელისაშვილი – ისნის რაიონის გამგებელი;
- გოჩა ენუქიძე – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი. იგი ორჯერ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და ორჯერ “ქართული ოცნების” წევრის სტატუსით გახდა დეპუტატი – ოთხივე ჯერზე ამბროლაურის მაჟორიტარის სტატუსით;
- გიორგი ვოლსკი – მეათე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი;
- ილია ინჯია – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის და ბიზნესმენ ფრიდონ ინჯიას ვაჟი, “ქართული ოცნების” დელეგატი მარტვილში, აბაშაში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში;
- დავით კაჭარავა – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ყოფილი სპორტსმენი;
- პაატა კვიჟინაძე – პარლამენტარი 2012 წლიდან. პირველად საკანონმდებლო ორგანოში იგი “ქართული ოცნების” პარტიული სიით მოხვდა, 2016 და 2020 წლებში კი – მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით. 2024 წელს არის “ქართული ოცნების” დელეგატი საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულში;
- დათო კოდუა – 2017 წელს “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ზუგდიდში, 2024 წელს “ქართული ოცნების” დელეგატი ზუგდიდში;
- ვარლამ ლიპარტელიანი – ძიუდოისტი, მრავალგზის პრიზიორი, “ქართული ოცნების” დელეგატი სამგორში;
- ზაზა ლომინაძე – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, 2024 წელს ის კვლავ ქუთაისშია “ქართული ოცნების” დელეგატი. არის პროფესიით ექიმი და კლინიკა “ლჯ და კომპანიის” დამფუძნებელი;
- სამველ მანუკიანი – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარის სტატუსით. 2024 წელს მანუკიანი “ქართული ოცნების” დელეგატია ახალქალაქი-ნინოწმინდაში;
- ანტონ ობოლაშვილი – მეათე მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის ოლქში;
- ზურაბ რურუა;
- დავით სონღულაშვილი – მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი. მაჟორიტარი დეპუტატი საგარეჯოში, გურჯაანში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში;
- ირაკლი ქადაგიშვილი – მეათე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხში. 2024 წელს “ქართული ოცნების” დელეგატია ამავე მუნიციპალიტეტებში.
- ზვიად შალამბერიძე – 2024 წლის არჩევნებზე არის “ქართული ოცნების” დელეგატი ზესტაფონში, ბაღდათში, თერჯოლასა და ტყიბულში. საჯარო სექტორში მუშაობის დაწყებამდე სადაზღვევო კომპანიებში მუშაობდა;
- ირაკლი შატაკიშვილი – 2020 წელს რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით გახდა პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან”;
- დავით შერაზადიშვილი – 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში “ქართული ოცნების” დელეგატია ბოლნისში, დმანისში, თეთრიწყაროსა და წალკაში. ბოლნისის მერის თანამდებობა უკავია 2017 წლიდან;
- ვასილ ჩიგოგიძე – მეექვსე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი;
- გივი ჭიჭინაძე – მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი;
- გიორგი ჭყონია – “ქართული ოცნების” დელეგატი ქობულეთში. ის მმართველი პარტიის შემადგენლობაში ახალი სახეა, წლებია კორუფციის მკვლევარია;
- გიორგი ხახუბია – მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი. დეპუტატი გახდა შუალედური არჩევნების შემდეგ, 2023 წელს. არის ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი;
- ირაკლი ხელაძე – თბილისის საკრებულოს დეპუტატი;
- ვლადიმერ ხინჩეგაშვილი – გორის მერი, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში არის “ქართული ოცნების” დელეგატი;
- დიმიტრი ხუნდაძე – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი პოლიტიკური გაერთიანება “ხალხის ძალის” წევრი, 2024 წელს არის მმართველი პარტიის დელეგატი მცხეთა-მთიანეთში;
- გურამ მაჭარაშვილი – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი პოლიტიკური გაერთიანება “ხალხის ძალის” წევრი;
- ირაკლი ბერაია – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ეკა სეფაშვილი – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი პოლიტიკური გაერთიანება “ხალხის ძალის” წევრი;
- ზაალ მიქელაძე – მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი;
- ვიქტორ ჯაფარიძე – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი პოლიტიკური გაერთიანება “ხალხის ძალის” წევრი;
- გიორგი კახიანი – მეათე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი;
- მაია ბითაძე – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ვიქტორ სანიკიძე – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ვეტერანი კალათბურთელი;
- მარიამ ლაშხი – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- დიმიტრი სამხარაძე – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი;
- ნინო წილოსანი – მეათე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე;
- რატი იონათამიშვილი – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე;
- დავითი მათიკაშვილი – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ვლადიმერ კახაძე – მეათე მოწვევის პარლამენტის უხუცესი წევრი;
- ირაკლი მეზურნიშვილი – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- სავალან მირზოევი – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- რამინა ბერაძე – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- სუმბატ კიურეღიანი – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ალექსანდრე ტაბატაძე – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ალუდა ღუდუშაური – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ირმა ზავრადაშვილი – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ირაკლი ზარქუა – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- გივი მიქანაძე – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- გიორგი სოსიაშვილი – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ნოდარ ტურძელაძე – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ბეჟან წაქაძე – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ალექსანდრე დალაქიშვილი – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ისკო დასენი – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ედიშერ თოლორაია – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- გოდერძი ჩანქსელიანი – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- გია ბენაშვილი – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- შოთა ხაბარელი – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- გელა სამხარაული – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- გიორგი ჩაკვეტაძე – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- თენგიზ შარმანაშვილი – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ირაკლი კირცხალია – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- გიორგი ბარვენაშვილი – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- გენრიეტა წიწავა – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- იმედა ნიკურაძე – მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი.
კოალიცია ცვლილებისთვის: ახალი, დროა, გირჩი – 19 მანდატი
- ნანა მალაშხია – თბილისის მერიის საქალაქო სამსახური, წამყვანი სპეციალისტი;
- ნიკა მელია – პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ თავმჯდომარე, პარლამენტის ყოფილი წევრი;
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების” დამფუძნებელი, პარლამენტის ყოფილი წევრი;
- გიგა ლემონჯავა – პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი;
- თენგიზ თევზაძე – პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი;
- ცოტნე კობერიძე – თბილისის საკრებულოს წვერი;
- გიორგი კირთაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი;
- ივანე ჭყონია – ბიზნესმენი, „დისტრიბუტორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი, ცოტა ხნის წინ შეუერთდა „კოალიციას ცვლილებისთვის”.
- ხათუნა სამნიძე – საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი;
- ოქტაი ქაზუმოვი – მწერალი და მთარგმნელი;
- მაია კოპალეიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
- ბორის (ჩელე) ყურუა – პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი;
- ანა გოგოლაძე – თბილისის საკრებულოს წევრი;
- გიორგი ბუტიკაშვილი – პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, მკვლევარი;
- გიორგი იმედაშვილი – პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი;
- ელენე ხოშტარია – პარტია „დროას“ დამფუძნებელი, პარლამენტის ყოფილი წევრი;
- სოფია გოლეთიანი – პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი;
- მარიკა არევაძე – პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ადვოკატი.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 16 მანდატი
- თინა ბოკუჩავა – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი;
- გიორგი ვაშაძე – „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელი, პარლამენტის წევრი;
- სოფო ჯაფარიძე – თბილისის საკრებულოს წევრი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი;
- კობა ნაყოფია – პარლამენტის წევრი;
- გია ჯაფარიძე – ყოფილი დიპლომატი, პოლიტოლოგი;
- პეტრე ცისკარიშვილი – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი;
- გიგი წერეთელი – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი;
- ირაკლი ხვადაგიანი – ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის ლაბორატორიის (“სოვლაბი”) გამგეობის თავმჯდომარე;
- თამარ კორძაია – პარლამენტის წევრი;
- ირაკლი ფავლენიშვილი – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აქტივისტი;
- კახაბერ ოქრიაშვილი – პარლამენტის წევრი;
- რამაზ ნიკოლეიშვილი – პარლამენტის წევრი;
- ეკა ხერხეულიძე – პარლამენტის წევრი;
- ლევან ხაბეიშვილი – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი;
- ლაშა ბაქრაძე – ისტორიკოსი;
- ანა წითლიძე – პარლამენტის წევრი.
- ლევან ანთაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი.
ძლიერი საქართველო - 14 მანდატი
- მამუკა ხაზარაძე - „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი;
- ანა დოლიძე - იურისტი, პოლიტიკოსი, პარტიის, „ხალხისთვის“ დამფუძნებელი;
- ბადრი ჯაფარიძე - „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებელი;
- ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის წევრი;
- ლევან ცუცქირიძე - „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი;
- ირაკლი კუპრაძე - „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი;
- ქეთევან თურაზაშვილი - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების“ წევრი;
- საბა ბუაძე - თბილისის საკრებულოს წევრი;
- სალომე სამადაშვილი - პარლამენტის წევრი;
- დავით რაქვიაშვილი - უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი;
- თამარ ლალიაშვილი - უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
- გრიგოლ გეგელია - პოლიტიკის თეორიის დოქტორი, „ძლიერი საქართველოს“ საერთაშორისო მდივანი;
- ლევან სამუშია - ადვოკატი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი;
- ფიქრია ჩიხრაძე - საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის წევრი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი.
გახარია - საქართველოსთვის - 13 მანდატი
- გიორგი გახარია - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი;
- ნათია მეზვრიშვილი - პრემიერ-მინისტრის აპარატის ყოფილი უფროსი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ყოფილი პროკურორი;
- დიმიტრი ცქიტიშვილი - პარლამენტის ყოფილი წევრი;
- კახაბერ ქემოკლიძე - უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტი;
- ზვიად ძიძიგური - პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი;
- ზაზა თავაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე;
- ანა ბუჩუკური - პარლამენტის წევრი;
- ბერდია სიჭინავა - იურისტი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი;
- როინ ქოჩორაშვილი - 2021 წლიდან პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრი;
- ბექა ლილუაშვილი - პარლამენტის წევრი;
- თეონა აქუბარდია - პარლამენტის წევრი;
- ლევან გოგიჩაიშვილი - პარლამენტის ყოფილი წევრი.
ცესკოს ცნობით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.