თამარ კორძაია – თუ ხელისუფლებას სურს, დაამტკიცოს, რომ არჩევნები კანონიერად ჩაატარა და არავითარ გაყალბებას, ტექნოლოგიურ მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია, ყველა უბანზე გახსნას ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები, სიები და ერთმანეთთან შედარება დაიწყოს

პრობლემა არ არის ბიულეტენებში, პრობლემა არის სხვაგან, ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრებსა და სიებში, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

თამარ კორძაია - თუ ხელისუფლებას სურს, დაამტკიცოს, რომ არჩევნები კანონიერად ჩაატარა და არავითარ გაყალბებას, ტექნოლოგიურ მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია, ყველა უბანზე გახსნას ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები, სიები და ერთმანეთთან შედარება დაიწყოს

ის ხელისუფლებას მოუწოდებს, იმის დასამტკიცებლად, რომ არჩევნები კანონიერად ჩატარდა და გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, ყველა უბნის შედეგები გადათვალოს.

„დღეს, საარჩევნო ადმინისტრაცია ლოტოტრონით შეარჩევს იმ უბნებს, რომლებსაც გახსნიან და ხელახლა გადათვლიან. დღევანდელი დილის ბრიფინგიდან გამომდინარე, კატეგორიულად მოვითხოვთ, არა მხოლოდ შერჩეულ უბნებზე გაიხსნას, არამედ გაცილებით მეტზე. სასურველია, ყველა უბანზე გაიხსნას არა მხოლოდ ბიულეტენები, არამედ ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები, ე.წ. ჩეკები, სადაც ამომრჩეველმა ხელი მოაწერა ბიულეტენის გაცემამდე. ეს ქვითრები უნდა გაიხსნას და უნდა შედარდეს ვერიფიკაციის აპარატში არსებულ სიებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლოტოტრონით შერჩეული უბნების გახსნა და გადათვლა არავითარ შედეგს არ აჩვენებს, ხელისუფლება კიდევ ერთხელ იტყვის, რომ არავითარი პრობლემა არ ყოფილა. პრობლემა არ არის ბიულეტენებში, პრობლემა არის სხვაგან, ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრებსა და სიებში. ამიტომ, თუ ხელისუფლებას სურს დაამტკიცოს, რომ არჩევნები კანონიერად ჩაატარა და არავითარ გაყალბებას, ტექნოლოგიურ მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია, ყველა უბანზე გახსნას ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები, სიები და ამ ყველაფრის ერთმანეთთან შედარება დაიწყოს“, – განაცხადა კორძაიამ.