ნიუ-იორკში შოპენის დაკარგული ვალსი აღმოაჩინეს🎶

აშშ-ში, ნიუ-იორკის „მორგანის ბიბლიოთეკასა და მუზეუმში“ აღმოაჩინეს ნაწარმოები, რომელიც სავარაუდოდ ცნობილმა პოლონელმა კომპოზიტორმა, ფრედერიკ შოპენმა დაწერა.

ფრედერიკ შოპენი

BBC-ს ცნობით, მანუსკრიპტი 1830-1835 წლებით თარიღდება. ის კურატორმა რობინსონ მაკკლელანმა ახალი კოლექციების კატალოგიზაციის დროს იპოვა. ვალსის ავთენტურობის დასადგენად ის შოპენის შემოქმედების ექსპერტებთან მუშაობდა.

მანუსკრიპტი არ არის ხელმოწერილი, თუმცა ექსპერტები თანხმდებიან, რომ მასზე ნოტები ნამდვილად შოპენის ხელით არის დატანილი, რადგან კომპოზიტორის ხელწერისთვის დამახასიათებელი არაერთი ელემენტი ამოიცნეს. ამასთან, ავტორის ვინაობაში მათ ნაწარმოების ჟღერადობაც არწმუნებს.