ბრიტანეთში ატომური წყალქვეშა გემების ქარხანაში ხანძარი გაჩნდა – დაშავდა 2 ადამიანი

ბრიტანეთის საგრაფო კუმბრიაში BAE Systems-ის ატომური წყალქვეშა გემების ქარხანაში დიდი ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.

ხანძარი ატომური წყალქვეშა გემების ქარხანაში

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ხანძარი BAE Systems-ის გემთმშენებელ ქარხანაში ბაროუ-ინ-ფერნესში შუაღამის შემდეგ გაჩნდა.

სამართალდამცავებმა ასევე განაცხადეს, რომ ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომლებიც, სავარაუდოდ, კვამლის შესუნთქვით მოიწამლნენ. ინციდენტის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.

ხელისუფლებამ ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას ურჩია, დარჩენა სახლებში, ვიდრე შესაბამისი სამსახურები ინციდენტზე რეაგირებენ და კარები და ფანჯრები დახურონ.

პოლიციამ განაცხადა, რომ ხანძრის გამო ბირთვული საფრთხე არ არსებობს.

BAE Systems-ი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი თავდაცვის კონტრაქტორი. იგი აწარმოებს დიდი რაოდენობის სამხედრო აღჭურვილობასა და ტექნოლოგიას, მათ შორის ატომურ წყალქვეშა ნავებს, მოიერიშე თვითმფრინავებს, ტანკებსა და გემებს, ასევე, იარაღსა და საბრძოლო მასალას.

ის ასევე აწარმოებს 26 ტიპის ფრეგატებს სამეფო საზღვაო ძალებისთვის და ელექტრონულ საბრძოლო სისტემებს F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავებისთვის.

ბაროუ-ინ-ფერნესის ბაზაზე კომპანია აშენებს Astute და Dreadnought კლასის ატომურ წყალქვეშა ნავებს საზღვაო ძალებისთვის.