გულბაათ რცხილაძე: ქუჩა არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ქართული მაიდანის მოწყობაში

დასავლეთი მკაცრად და თავხედურად იმოქმედებს, რათა არ დაკარგოს კონტროლი საქართველოზე, თუმცა ზომიერად, რათა სიტუაცია სრულ დესტაბილიზაციამდე არ მიიყვანოს გაურკვეველი შედეგებით- ასკვნის ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე “პოლიტნავიგატორის” კორესპონდენტთან საუბარში.

პოლიტნავიგატორი: რამდენად დამაჯერებელია “ქართული ოცნების” გამარჯვება და რამდენად კომფორტულია პარლამენტის ახალი კონფიგურაცია ხელისუფლებისთვის?

. რცხილაძე: ეს გამარჯვება ჩემი აზრით არ არის დამაჯერებელი. ოპოზიცია აცხადებს, რომ საერთო ჯამში არჩევნების შედეგები გაყალბებული იყო, თუმცა ამის დამტკიცება არ შეუძლია, და მეც მიჭირს ისეთი მტკიცებულების პოვნა, რომელიც დაადასტურებს არჩევნების შედეგების ტოტალურ გაყალბებას. მიუხედავად ამისა, პრობლემური რეგიონები არსებობს, სადაც არ იყო სათანადო კონტროლი, მაგალითად, ჯავახეთი, აჭარა და ქვემო-ქართლი, სადაც აზერბაიჯანელები კომპაქტურად ცხოვრობენ. იქ ყოველთვის ჩანს 90%-იანი შედეგები ხელისუფლების სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში.

არსებობს მრავალი ვიდეომასალა ბიულეტენების ჩაყრის, ჩხუბების შემთხვევებზე საარჩევნო უბნებზე, რომლებშიც მონაწილეობენ გაურკვეველი ნახევრად კრიმინალური ელემენტები, რომლებიც ხელისუფლებას უჭერენ მხარს და ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმას აწყობენ, რაც სრულიად არ იყო საჭირო. ყოველივე ეს ოპოზიციას ძლევს საფუძველს აპელირებისთვის, რომ არჩევნები არაკეთილსინდისიერად ჩატარდა და რომ „ოცნებამ“ ეს 54 პროცენტი თავისთვის მიიწერა.

იურიდიულად ამის დამტკიცება რთული იქნება, რადგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს. ხმები ჯერ ელექტრონულად დაითვალა, შემდეგ კი ხელით გადათვალეს  და შედეგები ერთმანეთს დაემთხვა. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ „ოცნებამ“ ეს შედეგი მოიპოვა. არჩევნებამდე ვამბობდი, რომ მათ 50 პროცენტთან ახლოს შედეგი ექნებოდათ, თუმცა დაახლოებით 5 პროცენტით შევცდი, რადგან უფრო მეტი მოიპოვეს.

ეს, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მოხდა. საინტერესოა, რომ „ოცნებამ“ თბილისში სრულიად წააგო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტია. დედაქალაქი ყოველთვის ქვეყნის მდგომარეობის ბარომეტრია და თბილისში, სადაც მილიონ ორასი ან სამასი ათასი ადამიანი ცხოვრობს, ყველა უბანი წააგე, და მათი ცნობილი მერი კალაძე, ვერაფერს გახდა ამის წინააღმდეგ.

თბილისი ბევრს წყვეტს საქართველოში. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ თბილისი პირდაპირ პროოპოზიციურია, არა. თუმცა აქ ხელისუფლებას განსაკუთრებით სძულთ, ნიჰილიზმი დიდია. და სწორედ ეს 5 პროცენტი, რომელიც „ოცნებამ“ სავარაუდოდ თავისთვის მიიწერა, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან პარლამენტში 90 ადგილი უკვე სტაბილური უმრავლესობაა, თუმცა არა კონსტიტუციური.

ვფიქრობ, პროცესები შემდგომში უფრო დაჩქარდება, პროტესტი გაიზრდება ამასთან  ე.წ„საერთაშორისო ძალებიც“ უკვე აქტიურად არიან ჩარეული პროცესში. ველოდებით, როგორ დასრულდება არჩევნები შეერთებულ შტატებში. ამის მიხედვით ნათელი გახდება ამჟამინდელი თუ მომავალი ადმინისტრაციის რეაქცია. იქ რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის კონსენსუსი არსებობს საქართველოს საკითხზე და ეს არ არის არსებული ხელისუფლების სასარგებლოდ.

სტატია იხ.სრულად პოლიტნავიგატორი