რუსეთმა დიპლომატიური არხების მეშვეობით ლატვიას წინასასამართლო პრეტენზიები გამოუცხადა რუსი ხალხის დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. ამის შესახებ TASS რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ მარია ზახაროვას განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, ლატვიას გაეროს საერთაშორისო სასამართლოს წინაშე პასუხის გაცემა მოუწევს, თუ არ შეწყვეტს დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ კონვენციის დარღვევას.
gazeta.ru-ს ცნობით, საქმე ეხება ლატვიის ახალ მოთხოვნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების გაგრძელების შესახებ, რასაც ზახაროვამ რუსოფობიური უწოდა.