ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ ადგილობრივი დროით 31 ოქტომბრის დილას აღმოსავლეთის ზღვის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. აღნიშნულ ინფორმაციას Yonhap-ი სამხრეთ კორეის სამხედროებზე დაყრდნობით იტყობინება.

სამხრეთ კორეელ სამხედროებს დეტალებზე არ უსაუბრიათ. მათ განაცხადეს, რომ ანალიზი მიმდინარეობს.

გაშვება მოხდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების თავდაცვის ლიდერებმა დაგმეს ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთში განლაგება.

ჩრდილოეთ კორეამ ბოლოს რამდენიმე მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა 18 სექტემბერს გაუშვა.