ირანი ისრაელის თავდასხმას „მტკივნეულ“ პასუხს გასცემს – CNN

ირანი „განსაზღვრულ და მტკივნეულ“ პასუხს გასცემს ისრაელის ბოლო თავდასხმას მის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე, – იუწყება CNN ანონიმურ  წყაროზე დაყრდნობით.

ირანის უზენაესი ლიდერი

„ირანის ისლამური რესპუბლიკის პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე იქნება საბოლოო და მტკივნეული“, – განუცხადა ინფორმირებულმა წყარომ გამოცემას.

ისრაელმა გააფრთხილა თეირანი, რომ მის ტერიტორიაზე ნებისმიერ შემდგომ თავდასხმას გადამწყვეტი ქმედებებით უპასუხებენ.