რუსეთის საგარეო უწყება: „ჰამასთან“ და ისრაელთან მძევლების გასათავისუფლებლად ვმუშაობთ

„რუსეთი მუშაობს „ჰამასთან“ და ისრაელთან, რათა გაათავისუფლოს მძევლები, მათ შორის რუსები, რომლებიც დაჯგუფებამ დააკავა“, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ ბოგდანოვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„კონტაქტები გვაქვს მძევლებისა და რუსეთის მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე, რომლებიც რჩებიან მძევლებს შორის. კომუნიკაცია გვაქვს „ჰამასთან“ და ისრაელთან, ხოლო ჩვენი საელჩოები დოჰასა და თელ-ავივში აქტიურად მუშაობენ“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

23 ოქტომბერს, ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე მუსა აბუ მარზუკი მოსკოვს ესტუმრა და ბოგდანოვს შეხვდა.