სამხრეთ კორეა უკრაინისთვის 155 მმ-იანი ჭურვების მიწოდებას არ გეგმავს – Yonhap

მედიაში გავრცელდა ჭორები, რომ სამხრეთ კორეა განიხილავს საარტილერიო ჭურვების უკრაინისთვის გადაცემას – სიცრუეა, – უწყება სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა სამხრეთ კორეა უკრაინისთვის 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების მიწოდების შესაძლებლობას? სამხრეთ კორეის პრეზიდენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ უკრაინული მხარისგან მოთხოვნა არ შემოსულა და ასეთი რამ არ განიხილება.

ამავდროულად, მისი თქმით, ქვეყანა გეგმავს უკრაინასთან თანამშრომლობის გაძლიერებას რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების გაგზავნის ფონზე და ამ კვირაში დაიწყება მოლაპარაკებები კიევის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კორეაში ვიზიტთან დაკავშირებით.

მან, ასევე, დასძინა, რომ საომარ მოქმედებებში ჩრდილოეთ კორეის ჯარების მონაწილეობის შემთხვევაში, სამხრეთ კორეა პირველ რიგში განიხილავს კიევის თავდაცვისთვის იარაღით უზრუნველყოფის საკითხს.

სამხრეთ კორეისა და მისი მოკავშირეების დაზვერვის შეფასებით, სულ მცირე 11 000 ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს რუსეთში, ზოგიერთი მათგანი კი კურსკის რეგიონში გაგზავნეს.

როგორც ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ამავდროულად, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმმა სამხედროებს შორის მობილური ტელეფონების გამოყენება შეზღუდა და დისლოცირებული ჯარისკაცების ოჯახებს აცნობა, რომ ისინი წვრთნაზე იმყოფებოდნენ.