სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო – რა ინფორმაციას ავრცელებს საგამოძიებო სამსახური

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. “ქოლ­ცენ­ტრე­ბის” საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით ყა­და­ღა და­ე­დო საქ­მე­ში ფი­გუ­რან­ტი კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებს.

სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო - რა ინფორმაციას ავრცელებს საგამოძიებო სამსახური

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი გან­მარ­ტავს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

„სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ ე.წ. „ქოლ­ცენ­ტრე­ბის“ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სამ­სა­ხუ­რი გან­მარ­ტავს, რომ კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით, შე­სა­ბა­მი­სი შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით ყა­და­ღა და­ე­დო საქ­მე­ში ფი­გუ­რან­ტი კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებს.

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და სამ­სა­ხუ­რი საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პე­რი­ო­დუ­ლად მი­აწ­ვდის სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა და შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ”, – ნათ­ქვა­ია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ „ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს“ მკვლევ­რებს, სოფო გე­ლა­ვას და ეთო ბუ­ზი­აშ­ვილს სა­ბან­კო ან­გა­რი­შებს ყა­და­ღა და­ე­დო.