აშშ აპირებს დაიცვას სამხრეთ კორეა ყველა სახის იარაღით. ეს, ასევე, ეხება ბირთვულ იარაღს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
ოსტინმა აღნიშნა, რომ აშშ მზადაა გამოიყენოს თავდაცვის საშუალებების მთელი არსენალი, მათ შორის ბირთვული.
მან დაარწმუნა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი კიმ იონგ-ჰიუნი, რომ შეერთებული შტატები ბოლომდე დაიცავს თავის მოკავშირეს.
გარდა ამისა, აშშ გეგმავს დაუბრუნდეს ფართომასშტაბიან ერთობლივ წვრთნებს სამხრეთ კორეის მოკავშირეებთან.
„ჩვენ, ასევე, დავუბრუნდით ფართომასშტაბიან წვრთნებს. და ეს აძლიერებს ჩვენს საერთო მზადყოფნას“, – განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ და სამხრეთ კორეა მოკავშირეები არიან. კერძოდ, სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე არის ამერიკული სამხედრო ბაზები.