„უნდა დასრულდეს ვაშინგტონიდან ბრიუსელელი ევრობიუროკრატებისათვის დაკვეთილი და ამ უკანასკნელთა მიერ განხორციელების გზაზე მდგარი პატარა ქვეყნებისათვის თავსმოხვეული 21-ე საუკუნის მოდერნიზებული ზნეობრივ-მორალური კოლონიზაცია. რაც იმავდროულად განადგურებით ემუქრება უპირველესად სწორედ ევროპას და მის ასე ხმამაღლა გაცხადებული ღირებულებებს“, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში, რითაც ვიქტორ ორბანსა და ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ ულტრამემარჯვენე ლიდერს, ჰერბერტ კიკლს შორის ხელმოწერილ ვენის დეკლარაციას გამოეხმაურა.
„ჭეშმარიტმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა. ნამდვილი ევროპული ღირებულებების დამცველმა ამ კაცებმა თქვეს ის, რაც უნდა თქმულიყო. სახელდობრ ის, რომ უნდა დასრულდეს ვაშინგტონიდან ბრიუსელელი ევრობიუროკრატებისათვის დაკვეთილი და ამ უკანასკნელთა მიერ განხორციელების გზაზე მდგარი პატარა ქვეყნებისათვის თავსმოხვეული 21-ე საუკუნის მოდერნიზებული ზნეობრივ-მორალური კოლონიზაცია. რაც იმავდროულად განადგურებით ემუქრება უპირველესად სწორედ ევროპას და მის ასე ხმამაღლა გაცხადებულ ღირებულებებს. უნდა დასრულდეს ის უკანონო მიგრაცია, რომელიც ევროპის ქვეყნებში ვაშინგტონ-ბრიუსელის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება და წალეკვით ემუქრება ევროპელი ხალხების ტრადიციას და კულტურას. უნდა დასრულდეს ის საშინელი ომი, რომელიც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა გააჩაღა უკრაინაში და ცდილობს გაავრცელოს მთელ მსოფლიოში. აგრეთვე ამ ადამიანებმა მათ მიერ ხელმოწერილ დეკლარაციაში შავით თეთრზე ჩაწერეს-“ქალი არის ქალი და კაცი არის კაცი”. რა თქმა უნდა ჩვენში მყოფი ლიბერასტები და მეხუთე კოლონა ახლა ატეხენ ერთ ვაი-უშველებელს, სტვენას, მოთქმას, ლოყების ხოკვას. მაგრამ მათ მკაფიოდ უნდა გაიგონ, რომ ლიბერალური ფაშიზმის ფაზა დამთავრდა და ის წარსულს ჩაბარდა. ამის ნათელი მაგალითი კი იყო საქართველოში 26 ოქტომბერს განვითარებული პროცესები, რომელიც ყოველგვარი ეჭვის გარეშე ოქროს ასოებით ჩაიწერება კაცობრიობის ისტორიაში. როგორც ქართველი ხალხის მიერ პოლიტიკურ-სამართლებრივ-ზნეობრივი აქტი “ბოროტსა სძლია კეთილმან…“, – წერს ედიშერ გვენეტაძე.