ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 158-მდე გაიზარდა

ესპანეთში წყალდიდობას სულ მცირე 158 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. აღნიშნულ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

წყალდიდობა ესპანეთში

აღმოსავლეთ ვალენსიაში მინიმუმ 155 ადამიანის დაიღუპა.

როგორც უცხოური მედია წერს, ესპანეთის ისტორიაში ეს ყველაზე მასშტაბური და მომაკვდინებელი სტიქიაა.

სტიქიის შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, საცხოვრებელი სახლები და სხვა ბევრი შენობა ნაგებობები.

ოფიციალური პირები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ.

ესპანეთში გამოცხადებულია სამდღიანი გლოვა.