ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს „გამანადგურებელი პასუხით“ ემუქრება.
აიათოლა ალი ხამენეის თქმით, აშშ და ისრაელი გამანადგურებელ პასუხს მიიღებენ.
„მტრები, იქნება ეს სიონისტური რეჟიმი თუ ამერიკის შეერთებული შტატები, უსათუოდ მიიღებენ გამანადგურებელ პასუხს იმის გამო, რასაც ირანის, ირანელი ხალხისა და წინააღმდეგობის ფრონტის მიმართ აკეთებენ“, – აღნიშნა ირანის უზენაესმა ლიდერმა სტუდენტებთან შეხვედრისას.