გოგა ხაინდრავა რასა იუკნევიჩიანეს პასუხობს – „საბჭოთა ეპოქა მახსენდება კონდუქტორები რომ გაიძახოდნენ: ფრთხილად! კარები იხურება“

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც „ევროპის კარი იხურება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება.“

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა Pia.ge

„დიახ! კარები იხურება! რასა იუკნევიჩიანე. ამ გორბაჩოვის პარტია „ზა პერესტროიკუ“-ს აგიტატორს რომ ვუსმენ საბჭოთა ეპოქა მახსენდება კონდუქტორები რომ გაიძახოდნენ: ფრთხილად! კარები იხურება! შემდეგი გაჩერება კომუნიზმი! კარისკაცი გამიგია, კარვის ქალიც! კარისქალი?!“, – აცხადებს ხაინდრავა.